ათონის მთაზე პილიგრიმებისა და მორწმუნეების ვიზიტებზე დაწესებული
შეზღუდვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა,
- ამის შესახებ გადაწყვეტილება ათონის მთის ადმინისტრაციამ
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.
Orthodoxtimes-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში გამონაკლისი დაიშვება
მხოლოდ სპეციალისტებისა და მუშებისთვის.
შეგახსენებთ, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათონის მთა
მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა