კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
211-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის
რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353
პირი.
შეგახსენებთ,რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 211 ადამიანიდან 50
გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.