დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
ინიციატივით მოეწყო ვირტუალური გამოფენა - "სამედიცინო
პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე".
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე
ასახულნი არიან ის მედიკოსები, რომლებიც საქართველოში
ყოველდღიურად ებრძვიან ახალ
კორონავირუსს:ეპიდემიოლოგები, სასწრაფო სამედიცინო
დახმარების პერსონალი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო
კლინიკის მედპერსონალი, თბილისის ინფექციური
საავადმყოფოს თანამშრომლები, აკადემიკოს ვახტანგ
ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი, საჩხერის
სამედიცინო ცენტრის პერსონალი, ლუგარის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის
თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
სხვადასხვა რეგიონის პერსონალი, ბათუმის და ქუთაისის
ინფექციური საავადმყოფოს მედპესონალი და სხვები.
გამოფენა,სრულად ნახეთ ლინკზე:
https://www.nplg.gov.ge/?m=133&artist_id=24&p_ppa=6