პირი,რომელმაც ბორჯომში ძაღლი 12-ე სართულიდან გადმოაგდო იდენტიფიცირებულია
ტელეკომპანია "ბორჯომს", მოქალაქე დაუკავშირდა და შეგვატყობინა, რომ
ბორჯომში, მამაკაცმა ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან
გადმოაგდო.
მოძიებული ინფორმაციით,ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას
მოტეხილობები აღენიშნება და თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაშია
გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით,ადგილზე მისულ პოლიციას მამაკაცი, რომელმაც
ძაღლი გადმოაგდო, იქ არ დახვდა. მან შემთხვევის ადგილი მომხდარის
შემდეგ დატოვა. თუმცა მისი იდენტიფიცირება მალევე მოხდა და უკვე
გამოიკითხა.
ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი
ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისადმი სასტიკ მოპყრობას
გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება, ან დაღუპვა გამოიწვია.