ახალი ამბები
კორონავირუსით დაზარალებულებისთვის სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდება
მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო, შემოსავლები დაკარგა, შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, სადაზღვევო სექტორი თავადაც დაზარალებულია, რადგან შექმნილ ვითარებაში მთლიანად გაჩერებულია საცალო გაყიდვები.

„კორონავირუსმა სადაზღვეო სექტორზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საცალო გაყიდვა მთლიანად გაჩერებულია. ამ პირობებში თანამშრომლები ვერ დადიან და ვერავის ეკონტაქტებიან. მეორე, სამწუხაროდ, მთელი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება გაჩერდა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ძირითადად ორი რამ: სამოგზაურო დაზღვევა და უცხო ქვეყნის რეგისტრირებული მანქანების პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ასევე ვერ მუშაობს. ტვირთების მცირე რაოდენობა შემოდის, თუმცა ფაქტობრივად, ეს მიმართულებაც გაჩერებულია. ეს არის ის, რაც თვალხილულად ჩანს. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება მონაცემები დაზღვევის სხვა სახეობებში, რამდენმა ადამიანმა თუ კომპანიამ ვერ გადაიხადა, ან თვითონ მიმართა გადავადებაზე, რისი საშუალებაც დღეს არ არსებობს“,-ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ადამიანებს რეალურად შეუმცირდათ შემოსავლები და მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ასოციაცია კონკრეტულ ციფრებს დაითვლის, სავარაუდოდ, მთავრობასთან ერთად მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგვმა. რათა, ერთის მხრივ, თავად სადაზღვევო ბიზნესი შეფასდეს, როგორც კორონავირუსით დაზარალებული სექტორი და მეორეს მხრივ, სადაზღვევო შენატანებზე გარკვეული შეღავათები დაწესდეთ.

„რამდენმა დატოვა, ან ვერ გადაიხადა თანხა, სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გვაქვს. ზოგი მათგანი ამას უბრალოდ აცხადებს, თუმცა რეალურად, ხელშეკრულება ისევ არსებობს.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ადამიანებს ძალიან შეუმცირდათ შემოსავალები და ყველა საკუთარი ბიუჯეტის გადახედვას იწყებს. თუმცა, როგორც სხვა სექტორები, სადაზღვევო ბიზნესიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც კორონავირუსმა დააზარალა.

მას შემდეგ, რაც კონკრეტული მონაცემები გვექნება, ალბათ, მთავრობასთან მოგვიწევს საუბარი ისე, როგორც სხვა ბიზნესები, ვინც უშულოდ დაზარალდა კორონავირუსით.

თუმცა, არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია. თუ აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევაში, ბევრმა ადამიანმა გაწყვიტა ხელშეკრულება, მერე ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულად იქნება სამსჯელო მთავრობასთან ერთად. გარდა იმისა, რომ ცუდია ჯანმრთელობის კერძო დაზღვევიდან გასვლა, ეს ყველაფერი წნეხად ისევ საყოველთაო დაზღვევას მიუბრუნდება. ამიტომ, გვინდა, რომ რეალური ციფრები შევკრიბოთ და შემდგომი ნაბიჯები ისე დავგეგმოთ.

რაღაც იდეები არის. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანია, ვინც დაზღვევის თანხას შემოსავლის დაკარგვის გამო ვეღარ იხდის, შესაძლოა, შენატანებზე საგადასახადო შეღავათი დაუწესდეს. მე ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებები საჭიროა, რათა კორონვირუსის ნეგატიური ეფექტი შევარბილოთ“- აცხადებს დევი ხეჩინაშილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.