საზოგადოება
ბორჯომში ბაზარი და ბოსტნეულის ყველა სავაჭრო წერტილი დაიკეტა
დღეს, 8 აპრილს, დილიდან დაიკეტა
ბორჯომის ბაზარი და ყველა ის სავაჭრო ობიექტი სადაც ბოსტნეული
იყიდებოდა.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი განმარტავს,
რომის სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ბოსტნეულით ვაჭრობდნენ არ
იცავდნენს შესაბამის რეკომენდაციებს, ამიტომ იქნა მიღებული
გადაწყვეტილება მათი დახურვის შესახებ.
„მოვაჭრეები არ ითვალისწინებდნენ არანაირ რეკომენდაციებს, არ
აკონტროლებდნენ რიგებს, არ ხდებოდა ტერიტორიის სადეზინფექციო
ხსნარებით დამუშავება, რაც შესაბამისად ქმნიდა კორონავირუსის
გავრცელების საფთხეს. ბევრჯერ მერიის წარმომადგენლებმა და პირადად მე
გავადფრთხილეთ ამ ობიექტების წარმომადგენლები, რომ დაეცვათ შესაბამისი
წესები, მაგრამ უშედეგოდ“ -ამბობს დავით ზაალიშვილი.
ტელეკომპანია "ბორჯომის"კითხვაზე, თუ რა ალტერნატივას სთავაზობს მერია
ბორჯომის მოსახლეობას, დავით ზაალიშვილი გვპასუხობს, რომ სავარაუდოდ
ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნება.
„ მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენც, მერიაც ვეხმარებით ბაზრის
ადმინისტრაციას, რათა მოაწესრიგონ ტერიტორია ისე, რომ დაიცვან ყველა
არსებული რეკომენდაცია და სავარაუდოდ ბაზარს ხვალისთვის გავხსნით. იქ
იმორიგევებენ ჩვენი წარმომადგენლები და იმუშავებს ჯერ-ჯერობით ეს
ობიექტი.“
გააზიარეთ :