კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით
ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი.
ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ კი გამოსავალი იპოვა – გვეუბნება ბაზრის
დირექტორი. მისი თქმით, სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც
ბაზარში შედის, ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა
შემსვლელს უზომავენ სიცხეს.
ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები
იცავენ ორ მეტრიან დისტანციას და რაც მთავარია, ბაზარში ვერ შედიან
საკუთარი ფულით.
სქემა ამგვარია: ყველა მოქალაქე, რომელიც ბაზარში შედის, ბაზრის
შესასვლელ კართან, თავის ფულს აძლევს კაცს, რომელიც ამ ფულს
დეზინფექციას უტარებს. ხურდა ფული ანტისეპტიკურ ხსნარში მუშავდება,
ხოლო ქაღალდის ფულს დეზინფექციის შემდეგ აუთოებენ და უკან უბრუნებენ
მფლობელს.
„ფულის ამბავი იყო სახიფათო. ამიტომ დავიწყეთ ნაღდი ფულის
დეზინფექცია. ეს გზა გამოვნახეთ პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან,
არავის არ ვუშვებთ ბაზარში ხელთათმანების გარეშე. ვისაც არ აქვს, იმას
ბაზრის შესასვლელთან ჩვენ ვჩუქნით,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი
ნოდარ კორსანტია.
მისივე თქმით, ბაზრის იატაკი მოზაიკითაა დაგებული. მომდევნო კვირაში
აპირებს ე.წ. ბახილების ჩასაცმელი სპეციალური აპარატი იყიდოს. შედეგად
ბაზარში შემსვლელი ყველა პირი, ბახილებს ჩაიცვამს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.