საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ბესიკ ამირანაშვილმა ორენოვანი ფლაერები დაარიგა
სახელმწიფო რწმუნებულმა
სამცხე-ჯავახეთში, სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის და
ადგილობრივი
თვითმმართველბის წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში არსებულ
საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქართულ და სომხურ ენებზე მომზადებული
საინფორმაციო ფლაერები დარიგა.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის,
სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, თინა ღოღელიანის
განმარტებით, 100 000 ფლაერი ეთნიკური უმცირესობებისთვის
სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდება.
კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის, შეზღუდვების, წესებისა და
რეკომენდაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალის
გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების
დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს.