საზოგადოება
ბორჯომში სოციალური საწარმო "თებეს" პერსონალი პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს
ბორჯომის შშმ პირთა დღის ცენტრის,
"თებეს" პერსონალი პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს.
როგორც ცენტრის თანამშრომელი ირმა ცოცხალაშვილი, ტელეკომპანია
„ბორჯომთან“ საუბრისას განმარტავს, პირბადეები მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმების დაცვით დაამზადეს.
„ჩვენს მიერ შეკერილი პირბადეების ნაწილი, ერთ-ერთი ტაძრის
მრევლს და მაღაზიის თანამშრომლებს გადავეცით, რადგან ცენტრი ამ
დროისთვის დროებით დახურულია, საკუთარ სახლებში ვიმუშავეთ. ახლა
მასალები აღარ გვაქვს, მაგრამ ხვალ ჩვენი ხელმძღვანელი ნანა ლომაძე,
საჭირო რესურსს ჩამოგვიტანს და აუცილებლად გავაგრძელებთ პირბადეების
შეკერვას“ - ამბობს ირმა ცოცხალაშვილი.
გააზიარეთ :