კორონავსირუსის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული პანდემიის პირობებში,
საქველმოქმედო აქციები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყვიბისის
თემში დახმარება 50-მა ოჯახმა მიიღო.
სურსათი ბინაზე მიუტანეს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან
ოჯახებს. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები იყვნენ ადგილობრივი
ბიზნესმენები, სასურსათო მაღაზიების წარმომადგენლები: ჯაბა გელაშვილი,
გივი გელაშვილი და კახაბერ გოგოლაძე, მათთან ერთად ჩართული იყო
საკრებულოს დეპუტატი ამავე თემიდან რევაზ ლაშხი.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო მაღაზია ,,მადლიანის“ და
პურის საცხობის მეპატრონეს, გაწეული დახმარებისთვის“ -
განაცხადა რევაზ ლაშხმა.