ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 601 შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთში ერთი დღე-ღამის მანძილზე
კორონავირუსის 601 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა
დადასტურებულმა რაოდენობამ 4149 შეადგინა. ახალი ინფიცირებულების
უმეტესობა დედაქალაქ მოსკოვში ფიქსირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 ადამიანი,
ხოლო დაღუპულ პაციენტთა რაოდენობამ 34 შეადგინა.