პატრიარქის 3 რეკომენდაცია ტაძრების წინამძღვრებს
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
აცხადებს, რომ დღეს ტაძრების
წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
1. პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის
გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუადღის 4 საათზე, ხოლო
ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
2. აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს
ნიშნულები.
3. გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად
გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და
ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი
პირები