პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გამოჩნდება - ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია
თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო
ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული პირბადეების
გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდა.
„ახლა უკვე იმ ეტაპზე გავდივართ, როდესაც ვფიქრობ, რომ
შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია
სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ და მოსახლეობაზე მიწოდება გავაკეთოთ. ეს
უნდა იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით
გახდება ცნობილი“ - განაცხადა მინისტრმა.