StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული
1 აპრილის, 18:00 საათის
მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი
ლარი შეადგინა.
COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა
და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით
შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო
სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე,
ფიზიკურმა პირებმა.