საპატრიარქოსთან კოორდინაციით დავგეგმავთ, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ
გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით
დაგეგმავს,
როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული.
კითხვაზე, მაშინ, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება საგანგებო
მდგომარეობის გამო იკრძალება, როგორც ჩატარდება აღდგომის დღესასწაული
და აქვს თუ არა კოორდინაცია მთავრობას საპატრიარქოსთან, გომელაურმა
ასე უპასუხა:
„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა
მიმართულებით საკითხები. აღდგომა მოდის, თუმცა ჯერ ორი კვირაა იქამდე.
ამაზე შევჯერდებით თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი.
ველოდებით! ორ კვირაში რა იქნება არავინ იცის, მსოფლიოში არავინ იცის
და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, -
განაცხადა გომელაურმა.