რა ტემპერეტურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერების დასკვნა
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის
მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის
პირობებშიც
კორონავირუსი ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად აქტიურია.
მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიურია
დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის
შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.
ამავდროულად ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა +70 ცელსიუს
ტემპერატურაზე და ხუთი წუთის განმავლობაში კვდება. +56 ცელსიუს
ტემპერატურაზე ახალი კორონავირუსი აქტიური იყო 30 წუთამდე პერიოდის
განმავლობაში, +37 ცელსიუს ტემპერატურაზე ორ დღემდე პერიოდის
განმავლობაში, ხოლო +22 ცელსიუს ტემპერატურაზე კი დაახლოებით ერთი
კვირის განმავლობაში.
წყარო: imedinews.ge