კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91
-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 268 პირი.
ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.