ათონის მთაზე მოღვაწე ბერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა
ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა,
სალონიკის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ
ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით orthodoxtimes.com იუწყება. არსებული
ინფორმაციით, ათონის მონასტერში მცხოვრები ბერი, დელეგაციასთან ერთად,
ინგლისში იმყოფებოდა.
ეს არის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა, როდესაც ათონის მთა
კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.