28 მარტის მდგომარეობით,მუნიციპალიტეტების მიხედვით თვითიზოლაციაში
მყოფ პირთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
ახალქალაქი- 333 პირი;
ბორჯომი - 27 პირი;
ადიგენი - 9 პირი ;
ნინოწმინდა - 185 პირი;
ახალციხე - 103 პირი;
ასპინძა - 11 პირი.
ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში 5 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის
ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის სამ სასტუმროში.
ორკვირიან სავალდებულო პერიოდს ხუთივე საკარანტინე სივრცეში 486 პირი
გადის.