საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა
საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია
გამოჯანმრთელებული. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს
დილის შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ამ
დრომდე 85 დადასტურებული შემთხვევაა.
“ჩვენს შეთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით
ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია. ანუ ერთი
გამოჯანმრთლებული პაციენტი გვყავს.ჯერჯერობით, მას კლინიკა არ
დატოვებია, მაგრამ ის ითვლება, როგორც გამოჯანმრთლებული . ესე იგი
სულ, 16 პაციენტია გამოჯანმრთლებული. 15 - ჩვენს ცენტრში და 1 -
საჩხერეში“ - განაცხადა ეზუგბაიამ.