ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გურჯაანში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ - მკერდის არეში
აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“
საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა იმყოფება და ამ წუთებში ქირურგიული
ოპერაცია უტარდება.
შვილის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა, 24 წლის ი.ნ-მ
მომხდარის შემდეგ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა და ისიც
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის
წინ მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად
მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს -
2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად,
ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით
მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ, შ.ც.-ს.