კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი
გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81-ს შეადგენს, მათგან
გამოჯანმრთელებულია 14.