ახალი ამბები
ახალქალაქში ორმხრივ სროლასთან დაკავშირებით ენზელ მკოიანი დაკითხეს

ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.ორმხრივი სროლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან სამველ პეტროსიანი, პეტროსიანის შვილი და კიდევ 15-მდე ადგილობრივი შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ორმხრივი სროლის გამო მიზეზების გამოსაძიებლად ახალქალაქის მაცხოვრებელბი ახალციხეში 26 მარტს, დაახლოებით 18:00 საათისთვის გადმოიყვანეს. დაკითხვა 27 მარტის, დაახლოებით 7 საათისთვის დასრულდა.

დაკითხვიდან გამოსულმა დეპუტატებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ენზელ მკოიანი.
სამველ პეტროსიანი კი აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან გამოძიების დასრულების შემდეგ იკონტაქტებს. საკრებულოს დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქმე დროულად გაიხსნება და დამნაშავე დაისჯება.

,,მომხდარის გამო პასუხი უნდა აგოს, ვინც დააშავა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება დამნაშავე - მე, ჩემი შვილი თუ ენზელ მკოიანი. დამნაშავე კანონის ძალით უნდა დაისაჯოს. მე როგორც პოლიციის ყოფილი უფროსი, წუხანდელიდაკითხვის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ნორმალურად და კანონის დაცვით ხორციელდება, ამიტომ დაველოდები გამოძიების პასუხს და მომხდარზე კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, რომ პრესკონფერენციაც გავმართო" - განუცხადა tv9news.ge -ს სამველ პეტროსიანმა.

ორმხრივი სროლა ახალქალაქში 26 მარტს, დაახლოებით 15-დან 16 საათამდე გაიმართა. ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიასთან თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს. ტყვიის კვალი სამველ პეტროსიანის კაფესაც ეტყობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- 1-ლი პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.