ბებოს, რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის არარსებობის გამო
ქარელიდან გორში ფეხით მიდიოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
დაეხმარნენ.
ამის შესახებ,ინფორმაციას ტელეკომპანია "დია" ავრცელებს.
სამართალდამცველებმა 82 წლის ქალი ცენტრალურ საავტომობილო
მაგისტრალზე, გზის გვერდულზე შენიშნეს და დანიშნულების ადგილამდე,
სამსახურეობრივი მანქანით მიიყვანეს.
82 წლის ბებოს თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მას პირბადე და
ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები გადასცეს.