გაგრძელდება თუ არა ბავშვთა გეგმური ვაქცინაცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის განცხადებით, პრინციპულად აუცილებელია ბავშვთა გეგმური
ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის facebook გვერდზეა
აღნიშნული.
„კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების
საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის
გარეშე.
თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით,
პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმური ვაქცინაცია
გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ
შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო
აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო
დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის,
მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.
შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი,
წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად
ახალი კორონავირუსისა.ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს
ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან" - ნათქვამია
განცხადებაში.