შემთხვევა
ჭიათურაში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირის" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტზე ინფორმაციას თავად "კვირა" ავრცელებს და წერს, რომ უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"კვირის" ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი ორი ადამიანი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდასხმის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელეს, რომ სოფელში გადამღები ჯგუფის სტუმრობა არ სურდათ.

,,ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ. გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები", – ამბობს ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს. მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღები ჯგუფი ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში
საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი
13:09 / 13.04.2024
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - 1989 წელს დაბადებული ვალერი
გედელიანი გარდაიცვალა.
10:25 / 06.04.2024
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - 1989 წელს დაბადებული ვალერი გედელიანი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი რომელიც ბორჯომში სატვირთო მანქანას
გაუჩნდა, უკვე ლიკვიდირებულია.
16:15 / 03.04.2024
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი რომელიც ბორჯომში სატვირთო მანქანას გაუჩნდა, უკვე ლიკვიდირებულია.
ბაკურიანში, თოვლის ჩამოშლის შედეგად
დაღუპულ დიმიტრი გოგოლაძეს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები, მეგობრები
და ახლობლები ემშვიდობებიან.
16:18 / 31.03.2024
ბაკურიანში, თოვლის ჩამოშლის შედეგად დაღუპულ დიმიტრი გოგოლაძეს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის
ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტელეკომპანია
11:25 / 31.03.2024
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" ბაკურიანის განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.