თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ
ცენტრთანერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
თვითიზოლაციაში მყოფიმოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით
აქტიურად აგრძელებს
.ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის
ახალიფაქტები გამოვლინდა. ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან,
მარნეულიდან, ქობულეთიდან დაბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც
თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია
მოთავსებული.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო
ზონებშიიძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი
ვალდებულიადაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ
საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი
ჯანმრთელობისსამსახურის გადაწყვეტილებებს.