ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1
თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით,
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი
გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 191
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა 49 ფაქტი, იმერეთში - 42, ქვემო
ქართლში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17,
სამცხე-ჯავახეთში - 16, აჭარაში - 11, გურიაში კი - 2
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი
გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 308 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 37 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.