ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობა - დაკავებულია 1 პირი
10:32 / 22.02.2020
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული
კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.
მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში
ედება.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით
რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე,
სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და
აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს,
ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული
ვიდეო-აუდიო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული
სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
„ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად
ამოიღო.
პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად
დაფასოებული „ჰეროინი“.
კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი
ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“
შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი,
„სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი
„ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე
არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.