გუდაურში მკვლელობა მოხდა
მკვლელობა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა.
მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობას წინ
ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში
იმყოფებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე
დადგენილია. მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.