პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის
აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.
დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს
სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი "სუბუტექსი", "ბუპრენორფინის"
შემცველი ფხვნილი, 5 აბი "ექსტაზი" და 1 შეკვრა "მდმა".
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების
"ა" ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების "ა"
ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,
რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას
გულისხმობს.