უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - დაკავებულია ერთი პირი
1969 წელს დაბადებული ა.ე.,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით,
დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხში მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად
ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის
მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.