ბორჯომში ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში, ქალაქის ცენტრში. 70 წლამდე
ქალს, გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.
ქალი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ადგილზე ექსპერტები და შინაგან
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. ამ წუთებში ქალაქში
მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილზე მუშაობს ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი და უახლეს
ინფორმაციას დაზარალებულის მდგომარეობას შესახებ, მალე შემოგთავაზებთ.
თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.