კასპში, საკუთარ სახლში ქმარი მოკლეს, ცოლი კი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტში, საკუთარი
საცხოვრებელი სახლის ეზოში, შუახნის მამაკაცი მოკლეს, მის მეუღლე კი,
დაჭრეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის
ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან
მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე,
საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით,
ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: www.interpressnews.ge