შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1
იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების
ბრალდებით,
116 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით
დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 35 კილოგრამი
„ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი
„სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და
500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.