სამცხე-ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1996 წელს
დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ე.ა. და 1987 წელს დაბადებული
ბ.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე
სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად
იპარავდნენ. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად
ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა
ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი
ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და
ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით.