სამცხე-ჯავახეთში, ოქტომბერ-ნოემბერში, პასუხისგებაში 12 პირი მიეცა
ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით,
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 12 პირი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის
სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების
გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც
გააგრძელებს.