საკირეში ყალბი ზედნადებების გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის
თანამშრომლებმა, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების
გამოყენებით ხე-ტყის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ. ა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის
ტერიტორიაზე, სისტემატიურად ამზადებდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო
ზედნადებებს, რომელთა გამოყენებითაც ახდენდა უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებული გ. ა. დაკავებულ იქნა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.