ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ბორჯომში, ახალდაბის მიმდებარე ტეროტორიაზე
მოხდა.
"ტრაილერის" ტიპის, ნავთობპროდუქტებით დატვირთული ავტომობილი,
რომელიც ბორჯომი-ხაშურის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე
მოძრაობდა, ამობრუნდა. სატვირთო მანქანას თურქი მძღოლი მართავდა,
შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მოძრაობა ცალმხრივად
დროებით შეჩერებული იყო.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი, რის საფუძველზეც, მძღოლი 250 ლარით
დაჯარიმდება.
დეტალები ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.