საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული
თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი
დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ
საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი
ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო
სიგარეტს, კერძოდ: 500 კოლოფ DONTABAK-ს“, 480 კოლოფ GARNY PREMIUM
BLUE”-ს, 580 კოლოფ VIP-ს, 140 კოლოფ BLACK TIP-ს, 80 კოლოფ BLACK TIP
COMPACT-ს და 10 კოლოფ „AKHTAMAR“-ს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.