ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი
ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა,
საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთვში გაასაღა 13 600 აშშ
დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო
სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.