შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
10:25 / 13.04.2017
სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს,
სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ
ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა
მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821
აბი „სუბუტექსი“, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება,
17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14
გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა „მორფინი“, 3014 კაფსულა
პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი „მდმა“, 1 კილო
და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით,
მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად,
მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.