საგამოძიებო სამსახურმა „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
11:07 / 11.04.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, "ბორჯომისა" და
"ლიკანის" ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ
ბორჯომში, ერთ - ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის
სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების
ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული
წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი
"ბორჯომის" და "ლიკანის" დამზადებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ
ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი
მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული "ლიკანი" და
"ბორჯომი."
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 197 - ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.