„ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
10:31 / 07.04.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ლიკანისა“ და
„ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მისცა საქართველოს მოქალაქე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს,
საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი
სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით,
სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და
„ლიკანის“ ფალსიფიკაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით
ფალსიფიცირებული მინერალური წყალი. ექსპერტიზის დასკვნით,
რელიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია დამზადებულია არასათანადო
სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის
მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.