შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან
საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების
მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული
გ.ა. თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1969 წელს დაბადებულ დ. ბ.-ს,
მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000
აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა გ.ა. მანამდე დააკავეს,
ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD
STAR-2002“-ის და „WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92“-ის მოდელების 2
არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური
ტელეფონები, რომლებითაც გ.ა. მუქარას ახორციელებდა, ნივთმტკიცებად
ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.