ბორჯომში, ბიუსტის მოპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია "ბორჯომის" ეთერში გუშინ, 6 მარტს, გასული სიუჟეტის
შემდეგ, რომელიც ქალაქში ბიუსტის მოპარვას ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე
სსკ 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შეგახსენებთ,
ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, ლიტველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი
სავარაუდოდ 3 მარტს მოიპარეს.