საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო
სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა.
კონტროლი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით
განხორციელდა.
კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ
შემოწმდა 6705 გადამხდელი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი
საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ელექტრონული
ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 98 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის
გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
დარღვევით განხორციელების 99 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 485
ფაქტი.