შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი 45 მოქალაქე გამოიყვანეს
17:39 / 24.02.2017
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა,
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად
ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული
მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის
საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი
გამოიყვანეს.
სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების
მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 4 მოხუცი და 5 მცირეწლოვანი
ბავშვი მშობლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის
მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია. გზის
აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.