შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ამოღებული იქნება მაკაროვის სისტემის
არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული
პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული
პისტოლეტი, "ნაგანის" ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 8
საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი
სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის
სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული
გ.ლ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).