ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
2-4 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ნინოწმინდა", მებაჟე
ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 4,800 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ
შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის
შესაბამისად, მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო
საშუალება და სანქციის სახით თითოეულს, შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათას
ათასი ლარის ოდენობით.